რუსეთში საავადმყოფოში ხანძარს კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი პაციენტი ემსხვერპლა

რუსეთში საავადმყოფოში ხანძარს კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი პაციენტი ემსხვერპლა

სანქტ-პეტერბურგში წმინდა გიორგის სახელობის საავაადმყოფოში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 5 პაციენტი გარდაიცვალა.

რუსული სააგენტოების წყაროს ინფორმაციით, ყველა მათგანი კორონავირუსით იყო ინფიცირებული და ფილტვების ხელოვნული ვენტილაციის აპარატზე იყვნენ შეერთებულები.

ხანძარი უკვე ჩამქრალია. მაშველებმა შენობიდან 150 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 10 მაისს რუსეთში, მოხუცთა ჰოსპისში ხანძარს ათი ადამიანი ემსხვერპლა.