შარიტეს ქართველი ექიმი: დათბობასთან ერთად ვირუსის სიძლიერე და ინტენსივობა მცირდება

შარიტეს ქართველი ექიმი: დათბობასთან ერთად ვირუსის სიძლიერე და ინტენსივობა მცირდება

დათბობასთან ერთად ვირუსის სიძლიერე და ინტენსივობა მცირდება, - ამის შესახებ შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციოლოგიის განყოფილების ექიმ-ინტერნისტმა, პულმონოლოგმა, თამარ ჟამურაშვილმა „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

„თუ ცნობილი მეცნიერების და ეპიდემიოლოგების მოსაზრებას დავეყრდნობით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვირუსის მეორე ტალღა ყველაზე გვიან, შემოდგომაზე გველოდება. ის რისიც ვირუსის მეორე ტალღის გავრცელების დროს გვეშინია, ეს ახალი კორონავირუსის H1N1-თან მართვაა“, - აღნიშნა ექიმმა.

საქართველოში კორონავირუსი 638 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 317 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.