სამეფო ოჯახის გარშემო კიდევ ერთი სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ირკვევა 94 წლის დედოფალს ელიზაბეტს, რომელიც დღემდე უინძორის სასახლეში, კარანტინში იმყოფება, სამეფო ვალდებულებების სრულყოფილად შესრულების შესაძლებლობა აღარ მიეცეს.
საქმე იმაშია, რომ მონარქი შესაძლოა კარანტინში დარჩეს მანამ, სანამ Covid 19-ის წინააღმდეგ არ შეიქმნება ვაქცინა, სწორედ ბუნდოვანი თარიღის გამო, გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა ხანშიშესულმა მონარქმა ვეღარასდროს შეძლოს სამეფოს მართვა სრული ბერკეტებით.
აღსანიშნავია, რომ 68-წლიანი მმართველობის პერიოდში, ეს იქნება ყველაზე ხანგრძლივი "შვებულება", რომელშიც დედოფალს მოუწია გასვლა.