ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, კარინ კნაისლი ტელეარხ Russia Today-ს თანამშრომელი გახდა, - იუწყება Mbs News-ი.
კომპანიის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა ამის შესახებ Twitter-ის საკუთარ გვერდზეც დაწერა.
2018 წლის აგვისტორში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ავსტრიის საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრის ქორწილშიც იყო დაპატიჟებული და პატარძალთანაც იცეკვა.