კანიე უესტს სოციალურ ქსელებში ახალი სპორტული ფეხსაცმლის დიზაინის გამო აბულინგებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას inputmag ავრცელებს.
Yeezy 451-ის მოდელის ფეხსაცმლის დიზაინმა თწიტტერ-ის მომხმარებლები გვარიანად გაახალისა.
უესტის ფუტურისტულ ქმნილებას ისინი იაპონურ პელმენებს, სამედიცინო ბახილებს, ჭუჭყიან წინდებს და კიბორჩხალასაც კი ადარებენ.
უესტთან ერთად ახალი ფეხსაცმლის დიზაინზე, კიდევ ერთმა ცნობილმა დიზაინერმა, სტივენ სმიტმა იმუშავა.
Yeezy 451 გაყიდვაში გასულ წელს უნდა გამოსულიყო, თუმცა გაურკვეველი ვადით გადაიდო.