აშშ-ში, ქალაქ ალბუკერკეში მოზარდმა ბანკომატის გვერდით 135 ათასი დოლარი იპოვა და პოლიციას მიმართა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ინფორმაციით, 19 წლის ხოსე ნუნიეს რომანისი ბაბუასთვის წინდების საყიდლად იყო წასული, მაგრამ მაღაზიაში სასურველი პროდუქტი ვერ იპოვა და ბანკომატთან თანხის ჩასარიცხად მივიდა, რათა წინდები ონლაინ ეყიდა. სწორედ მაშინ აღმოაჩინა მან აპარატის გვერდით პაკეტი, რომელშიც 50 და 20-დოლარიანი კუპიურები ელაგა.
ხოსე თანხის მითვისება არც უფიქრია და აღმოჩენის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ფული განყოფილებაში წაიღეს და მალევე გაარკვიეს, რომ პაკეტი ბანკომატთან ბანკის თანამშრომელს დარჩა, როცა ფულის ბანკომატიდან ტრანპორტირებისთვის ამზადებდა.
ხოსეს საქციელი შეუმჩნეველი არ დარჩა. მას პოლიციაში ასისტენტის თანამდებობა შესთავაზეს, ადგილობრივმა რადიოსადგურმა საფეხბურთო მატჩზე რამდენიმე ბილეთი აჩუქა, რამდენიმე მაღაზიამ კი 500 და 100-დოლარიანი ვაუჩერები გადასცა.