2020 წლის კანის კინოფესტივალი გაუქმდა. ამის შესახებ Variety ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტის წევრზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის წყაროს თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 10 ივლისამდე გახანგრძლივდა, ფესტივალის შემოდგომაზე ჩატარებაც კი სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. ღონისძიების ვირტუალურ ფორმატზე ორგანიზატორებმა უარი თავიდანვე თქვეს.
საკონკურსო პროგრამის ფილმებს კი სხვა ფესტივალებზე აჩვენებენ, მათ შორის ვენეციაში. მათი სია ივნისის დასაწყისში გახდება ცნობილი.
ფესტივალი 12-13 მაისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მარტში ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ღონისძიება ივნისის ბოლომდე გადაიტანეს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება საბოლოო არ არის.