ბრიტანეთში, ქალაქ ნორიჯში ექიმებმა გადაარჩინეს ჩვილი, რომელიც 511 გრამს იწონიდა და რამდენიმე დაავადება ჰქონდა. ამის შესახებ Daily Mail წერს.
26 წლის ტაილა მენიერი კლინიკაში ორსულობის 21-ე კვირას მოხვდა. ჩვილი 2019 წლის 9 დეკემბერს დაიბადა. გოგო 511 გრამს იწონიდა. ბავშვი მაშინვე ახალშობილთათვის განკუთვნილ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს. იქ ჩვილმა 7 კვირა გაატარა. მას ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია უტარდებოდა.
ექიმებმა ჩვილს სამი ინფექცია დაუდგინეს, რასაც ქირურგიული ჩარევა სჭირდებოდა. ბავშვს ჰქონდა კუჭის პრობლემა და ტვინში სისხლის ჩაქცევა. „ჩვენ ვცხოვრობდით ერთი დღით. ყველა პროგრესი ჩვენთვის იყო ნიშანი. ბავშვი რეაგირებდა ჩემს ხმაზე და ახელდა თვალებს“, - ამბობს გამოცემასთან ტაილა მენიერი.
ექიმებმა ჩვილის გადარჩენა შეძლეს. გოგო კლინიკიდან 5 მაისს გაწერეს.
511 გრამს იწონიდა და რამდენიმე დაავადება ჰქონდა. ამის შესახებ Daily Mail წერს.ბრიტანეთში, ქალაქ ნორიჯში ექიმებმა გადაარჩინეს ჩვილი, რომელიც