ბრიტანელი მსახიობი და რეჟისორი ენდი სერკისი საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის თანხის შესაგროვებლად ჯონ ტოლკინის „ჰობიტს“ პირდაპირ ეთერში წაიკითხავს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 56 წლის მსახიობი 1937 წელს გამოქვეყნებულ წიგნს თავიდან ბოლომდე შეუსვენებლად წაიკითხავს, რისთვისაც სავარაუდოდ 10-12 საათი დასჭირდება. შეგროვილი თანხა 2 საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაეცემა. სერკისმა კითხვა პარასკევს, 8 მაისს, თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყო. მის მოსმენას მსურველები მსახიობის Instagram-სა და Twitter-ზე შეძლებენ.
სერკისმა ჯონ ტოლკინის ნაწარმოების „ბეჭდების მბრძანებლის“ და „ჰობიტის“ ეკრანიზაციებში, რომლებიც რეჟისორმა პიტერ ჯექსონმა გადაიღო გოლუმის როლის შესრულებით გაითქვა სახელი.