სამხრეთ აფრიკის ყველაზე ხანდაზმულ ადამიანს, ფრედი ბლომს დღეს 116 წელი შეუსრულდა. ამის შესახებ Aljazeera წერს.
ბლომი 1904 წელს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პატარა დასახლებაში, ადელაიდაში დაიბადა. 66 წლისა დაოჯახდა და ახლა მისი მეუღლე 86 წლისაა.
ფრედი ბლომს შვილი არასდროს ჰყოლია, თუმცა ქორწინებიდან მალევე ბავშვი იშვილა. როგორც თავად ამბობს, შვილი აღმზრდელებს ძალიან უფრთხილდება.
ახალი კორონავირუსის შესახებ ბლუმი ამბობს, რომ ამ პანდემიას არ მისცემს უფლებას, რომ ის პანიკაში ჩააგდოს.
ამბობს, რომ ხანგრძლივი სიცოცხლის რაიმე საიდუმლო არ აქვს. „ჩემი დიდხანს სიცოცხლე ღვთის წყალობაა“ - აცხადებს ბლომი.