თანამშრომლებისათვის სახელფასო განაკვეთის შემცირების შემდეგ, ვიქტორია ბექჰემს საკუთარი ქალიშვილისადმი არასათანადო დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ.
საქმე იმაშია, რომ დიზაინერმა სოციალურ ქსელში ჰარპერის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ასახულია თუ როგორ მეცადინეობს ის კარანტინის პირობებში.
თუმცა მახვილმა თვალმა შეამჩნია, რომ გოგონას სახლშიც სასკოლო ფორმა ეცვა, რის გამოც დიზაინერი სიმკაცრეში დაადანაშაულეს. "როგორმე საკუთარ თავს უნდა გადააბიჯო," "აუცილებელია სახლშიც ეს ეცვას?" - მსგავსი კომენტარები პოსტის ველში საკმაოდ ბევრია.