უცხოური გამოცემები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ბევერლი ჰილზში არსებულ 18.000.000-ის ღირებულების სახლში ცხოვრობენ.
როგორც იცით, წყვილი დიდი ბრიტანეთის დატოვების შემდეგ კანადაში აპირებდა პერმანენტულად გადაცხოვრებას, თუმცა გარკვეული პრობლემების გამო წყვილმა ეს ქვეყანაც დატოვა და ამერიკაში გადმოსვლა გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ დონალდ ტრამპმა სამეფო ოჯახს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები მათი სადაზღვეო და დაცვის ხარჯების გადახდას არ აპირებს, რადგან ამისი არანაირი ვალდებულება არ გააჩნიათ.