მეგან ფოქსი და მისი მეუღლე ბრაიან ოსტინი თვითიზოლაციაში სხვადასხვა სახლებში იმყოფებიან: წყვილის განქორწინებაზე უცხოური გამოცემები საუბრობენ

მეგან ფოქსი და მისი მეუღლე ბრაიან ოსტინი თვითიზოლაციაში სხვადასხვა სახლებში იმყოფებიან: წყვილის განქორწინებაზე უცხოური გამოცემები საუბრობენ

33 წლის მსახიობი მეგან ფოქსი პაპარაცებმა ლოს ანჯელესში შენიშნეს. პროდუქტების საყიდლად მიმავალი ვარსკვლავი, რომელიც უსაფრთხოების ზომებს არ იცავდა და პირბადის გარეშე გადაადგილდებოდა მალევე მოხვდა პაპარაცების ობიექტივში.

უცხოური გამოცემები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მსახიობი მეუღლეს ბრაიან ოსტინს დაშორდა, რაგან უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში ვარსკვლავი საქორწინო ბეჭდის გარეშე ჩნდება, ცოლ-ქმარი კი თვითიზოლაციას შვილებთან ერთად რიგრიგობით სხვადასხვა სახლებში ატარებენ.

შეგახსენებთ, რომ მეგანი და ბრაიანი უკვე წლებია ერთად არიან, მათ სამი შვილი Bodhi, Noah და Journey ჰყავთ.