უცხოელი კრიტიკოსების თქმით ადელმა ბოტოქსისა და ფილერების საშუალებით სახის ნაკვთები და თვალ-წარბის ფორმა შეიცვალა

უცხოელი კრიტიკოსების თქმით ადელმა ბოტოქსისა და ფილერების საშუალებით სახის ნაკვთები და თვალ-წარბის ფორმა შეიცვალა

რამდენიმე დღის წინ ინგლისელმა პოპვარსკვლავმა ადელმა 32 წლის იუბილე აღნიშნა.

მომღერალმა ოჯახური წვეულებიდან ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა, საიდანაც ძალიან კარგად ჩანს, რომ მან წონაში საგრძნობლად დაიკლო.

კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ადელის სახის ნაკვთები შეეცვალა, მათი თქმით კი ეს არამარტო წონის კლების, არამედ ბოტოქსის და ფილერების დამსახურებაცაა. ექიმი Lucy Glancey კლინიკა Glancey Clinics-იდან აღნიშნავს, რომ პროფესიონალის თვალით დანახულ სურათში ადელის თვალის ჭრილი და წარბები ფორმაშეცვლილია და უფრო მაღალია.

თავად ადელს  ინფორმაცია არ დაუდასტურებია და არც კომენტარი გაუკეთებია. მომღერალი ამჟამად შესანიშნავ ფორმაშია. მან რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ სურს, მისი 7 წლის შვილისთვის მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი დედა იყოს, ამიტომაც ცხოვრებას "სწორი" წესით განაგრძობს.

შემსრულებელმა პირად მწვრთნელთან ერთად გულშემატკივრებს წოტა ხნის წინ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვარსკვლავის თქმით, მისი დღიური კვების რაციონი 1000 კილოკალორიას და "მწვანე" ნატურალურ წვენს შეადგენდა.