გრაიმსმა და ილონ მასკმა შვილის უჩვეულო სახელის მნიშვნელობა განმარტეს

გრაიმსმა და ილონ მასკმა შვილის უჩვეულო სახელის მნიშვნელობა განმარტეს

SpaceX-ის და Tesla-ს დამფუძნებელმა და მისმა მეგობარმა ქალმა, მომღერალამ გრაიმსმა (კლერ ბუშე) ახალშობილს ვაჟს X Æ A-12 დაარქვეს. გრაიმსმა ამ სახელის მნიშვნელობა Twitter-ზე გაშიფრა.

მისი თქმით, X - უცნობი ცვალებადია, Æ - აბრევიატურა AI-ს, რაც სიყვარულს და/ან ხელოვნურ ინტელექტს ნიშნავს, ელფური დამწერლობაა. A-12 ამერიკული მზვერავი თვითმფრინავია („ჩვენი საყვარელი საჰაერო ხომალდის SR-17-ს წინამორბედი, რომელზეც არ არის იარაღი, მხოლოდ სიჩქარე“, - წერს გრაიმსი.

პუბლიკაციას კომენტარი მასკმაც დაურთო, რომელმაც დააზუსტა, რომ საჰაერო ხომალდის სახელწოდება SR-71-ია.

გრაიმსს და ილონ მასკს ვაჟი 4 მაისს გაუჩნდათ. მომღერლისთვის ეს პირველი შვილია, მასკს კი პირველი ცოლისგან, ჟიუსტინ უილსონისგან კიდევ 5 ბავშვი ჰყავს.