პრინც ჰარის და მეგან მარკლის შვილი არჩი 1 წლის გახდა

პრინც ჰარის და მეგან მარკლის შვილი არჩი 1 წლის გახდა

პრინც ჰარის და მეგან მარკლის ვაჟი არჩი 1 წლის გახდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ოჯახი, რომელმაც სამეფო პრივილეგიეზე უარი თქვა ამ თარიღს ლოს-ანჯელესში, კარანტინის პირობებში აღნიშნავს. პატარას დაბადების დღე ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებმა მიულოცეს. მილოცვები ოჯახურ ფოტოებთან ერთად დედოფალ ელისაბედ მეორეს, პრინც ჩარლზის და ჰერცოგინია კამილას, პრინც უილიამის და ჰერცოგინია კეტრინის ოფიციალურ Instagram-ანგარიშებზე გამოქვეყნდა.

სამეფო ოჯახის თაყვანისმცემლების ნაწილი ტრადიციული ფოტოს გამოქვეყნებას ელოდება, თუმცა ზოგი მიიჩნევს, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ჰარი და მეგანი მონარქიის ტრადიციებისგან მაქსიმალურ გამიჯვნას ცდილობენ.

წყვილს ვაჟი 2019 წლის 6 მაისს შეეძინა.