ახალი კორონავირუსის პანდემიამ ერთ-ერთი მსხვილი კომპანია აშშ-ის გასართობ ინდუსტრიაში, Walt Disney $1.4 მილიარდით აზარალა. ამის სესახებ Reuters-ი წერს.
კომპანიის მოგების მაჩვენებელი იანვარ-მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 63%-ით ნაკლებია.
ჯერ კიდევ წლის დასაწყისში კომპანია უამრავ ახალ პროექტს აანონსებდა და მისი წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მომდევნო ერთი წელი რეკორდული წინსვლის პერიოდი იქნებოდა.
Walt Disney 1923 წლის 16 ოქტომბერს, ძმების, უოლტ და როი დისნეების მიერ დაარსდა. ესაა ერთ-ერთი მსხვილი ჰოლივუდური სტუდია, 11 თემატური პარკისა და ორი აკვაპარკის, ასევე ტელე-რადიო მაუწყებლობის რამდენიმე ქსელის მფლობელი, რომელთა შორის ასევე არის კომპანია ეი-ბი-სი.