ცნობილი გერმანელი მუსიკოსი ფლორიან შნაიდერი გარდაიცვალა

ცნობილი გერმანელი მუსიკოსი ფლორიან შნაიდერი გარდაიცვალა

გერმანული საკულტო ჯგუფის, Kraftwerk-ის დამაარსებელი ფლორიან შნაიდერი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი მძიმე ონკოლოგიური დაავადება გახდა. ის 73 წლის იყო.

ლეგენდარული ჯგუფი შნაიდერმა რალფ ჰიუტერთან ერთად 1970 წელს დააარსა. სწორედ ეს ჯგუფი ითვლება ელექტრონული მუსიკის ფუძემდებლად. შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთში Kraftwerk-ს „ელექტრონულ ბითლზსაც“ უწოდებდნენ.