NASA-ში დაადასტურეს, რომ ტომ კრუზთან ერთად კოსმოსში ფილმის გადაღებაზე იმუშავებენ

NASA-ში დაადასტურეს, რომ ტომ კრუზთან ერთად კოსმოსში ფილმის გადაღებაზე იმუშავებენ

NASA ტომ კრუზს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დაუშვებს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნულმა კოსმოსურმა სააგენტოს დირექტორმა, ჯიმ ბრაიდენსტაინმა Twitter-ზე დაწერა.

„NASA-ში მოუთმენლად ველით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტომ კრუზთან მუშაობას. ინფორმაციის პოპულარული წყაროები გვჭირდება, რათა ჩვენი ამბიციური გეგმების რეალიზაციისთვის ინჟინრების და მეცნიერების ახალ თაობებს შთაგონების წყარო მივცეთ“, - დაწერა მან.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ტომ კრუზი ილონ მასკის კომპანია SPACE X-ის დახმარებით კოსმოსში პირველი ფილმის გადაღებას აპირებს.

პროექტის სხვა დეტალი ამ დრომდე უცნობია.