„მთელი მსოფლიო კორონას ებრძვის, ჩვენთან კი ექიმებს ებრძვიან“

„მთელი მსოფლიო კორონას ებრძვის, ჩვენთან კი ექიმებს ებრძვიან“

„კაცობრიობას ახსოვს ვირუსული ეპიდემიები, რომლებიც უცებ, ერთ დღეში დამთავრებულა და ვერავის აუხსნია, რატომ მოხდა ასე. წინასწარ არავინ იცის, კორონავირუსის შემთხვევაში რა მოხდება, ყველა მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, რადგან ეს მოსაზრებები წინა ისტორიებს, გამოცდილებას ეყრდნობა“,-აცხადებს იმუნოლოგი დავით ნანობაშვილი For.ge-სთან საუბარში.

საქართველოში კორონასთან ბრძოლის ეფექტურობას თენგიზ ცერცვაძე იმით ხსნის, რომ ძალიან კარგად არიან მოვლილნი ჩვენი პაციენტები, მათ 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებენ, განსხვავებით უცხოეთისგან, სადაც მედიკოსებს პაციენტების მოვლის 24-საათიანი ვალდებულება არ აქვთ. დადებითის გარდა, პანდემიასთან ბრძოლაში ხარვეზებსაც თუ ხედავთ?

- ხარვეზებით დავიწყებ. მედიცინა არ არის ზუსტი მეცნიერება, არც ერთი ქვეყანა, არც ერთი სამეცნიერო ჯგუფი, არც ერთი სამედიცინო დაწესებულება დედამიწის ზურგზე არ არსებობს და არც იარსებებს, რომელიც ხარვეზის გარეშე იმუშავებს. თავის დროზე ჰიპოკრატემ თქვა, ყველა დაავადება იკურნება, თუმცა ყველა ადამიანი-არა. ეს ნიშნავს, რომ ერთი და იგივე დაავადება სულ სხვადასხვანაირად უვითარდებათ ერთსა და იმავე ასაკის, ერთსა და იმავე სქესისა და სოციალური ჯგუფის ადამიანებს. ერთს შესაძლოა ერთი კვირა დასჭირდეს განსაკურნებლად, მეორეს - სამი კვირა, მესამე საერთოდ არ განიკურნოს. ჩვენი ქვეყანა ძალიან ღარიბია, ძნელია, ჩვენ გერმანიის მედიცინის ქმედებებს გავუთანაბრდეთ, მედიცინა ძვირადღირებული სიამოვნებაა, ქვეყანას უნდა ჰქონდეს საამისო შესაძლებლობა. ჩემი აზრით, ასეთი მწირი შესაძლებლობით იმ შედეგის მიღწევა, რაც საქართველომ დადო, სამყაროში უანალოგოა. საუბარია 9 გარდაცვლილზე. ახლა ბევრისგან გვესმის, შესაძლოა, მეტია გარდაცვლილი და არ ვიცით, მაგრამ საქართველო იმდენად განსხვავებული ქვეყანაა ევროპული ქვეყნებისგან, აქ ადამიანი რომ იღუპება, მთელი საქართველო იგებს იმ დღესვე. მეტი ადამიანი რომ დაღუპულიყო, მით უმეტეს, ჩასაფრებულ ხალხს ამას გამოაპარებდნენ? ეგრევე დაწერდნენ, დაიღუპა არა 9, არამედ მეტი ადამიანი.

ბევრი მწერს ტესტებთან დაკავშირებითაც, მეტი ტესტი რომ გვქონოდა, ხომ არ აჯობებდა, ხომ შეიძლება, უფრო მეტი დაავადებული აღმოგვეჩინაო? მეტი ტესტი რომ ყოფილიყო, მეტი დაავადებული აღმოჩნდებოდა, სიკვდილიანობა კი ისევ არ შეიცვლებოდა, ისევ 9 გარდაცვლილი გვეყოლებოდა. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო უკეთესი რეზულტატი გვაქვს, ვიდრე ახლა ჩანს.

რაც შეეხება კორონავირუსის პიკს საქართველოში, კლინიცისტები ამბობენ, რომ მათი სურვილია, საქართველოსთვის პიკი იყოს არა ჯომოლუნგმა, არამედ პატარა გორაკი. როგორ ჩაივლის კრიტიკული მე-7-8-ე კვირები?

- ჩვენ გამოჯანმრთელებისკენ მივდივართ. ზუსტად ისე მოხდა, რაც ინგა გრიგოლიასთან კორონავირუსის შესახებ მომზადებულ პირველ გადაცემაში ვთქვი, რომ აპრილის ბოლოს დაიწყება შემთხვევების მკვეთრი კლება-თქო. მაშინ აღვნიშნე, მზის სხივებზე სულ რაღაც წუთებში კვდება ვირუსი-მეთქი და ყველას გაეცინა, რა იციო. აგერ, გერმანელებმა და ებრაელებმაც დადეს რამდენიმე დღის წინ კვლევა, რომ მზის სხივებზე კორონავირუსის სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა წუთნახევარია.

ეს იმით აიხსნება, რომ მშრალი და ცივი გარემო უყვარს კორონავირუსს, ვიდრე თბილი?

- დიახ. ეს რომ თავის დროზე ვთქვი, შენ საიდან მიხვდი, კუდიანი ხომ არ ხარო, კუდიანი კი არ ვარ, ყველა ვირუსს მეტ-ნაკლებად ერთნაირი თვისება აქვს. შეიძლება, რაღაც კომპონენტში ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ, მაგრამ ძირითადი მაჩვენებლები, მახასიათებლები ყველა ვირუსს ერთნაირი აქვს. ჩემი ცოდნა 30 წლის წინ დაწერილ წიგნებზე დავამყარე, რაც გამართლდა.

შესაძლოა, მზის სხივებზე კორონავირუსის კვდომასთან დაკავშირებით თქვენს აზრს იმიტომაც არ იზიარებდნენ, რომ ცალკეულ თბილ ქვეყნებშიც აღინიშნებოდა ეს ვირუსი, რის გამოც კლინიცისტებმა იფიქრეს, შესაძლოა, სითბოშიც არ დაღუპულიყო კორონა.

- იცით, რა, გრიპი ზაფხულშიც ემართებათ ვიღაცებს, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევებია. ძირითადი ეპიდემია იწყება მაშინ, როცა აცივდება. აქაც იგივეა, შეიძლება, კორონავირუსი ივლის-აგვისტოშიც ვიღაცას დაემართოს, მაგრამ ეს იმდენად ერთეული შემთხვევები და გამონაკლისი იქნება, არა მგონია, ვინმემ ამაზე ატეხოს ამბავი. ფაქტია, აპრილის ბოლოს დაიწყება შემთხვევების კლება. ამაზე დუნედ და პიკის გარეშე როგორ უნდა გადაიაროს კორონავირუსმა, თანაც ფინანსურად ასეთ სუსტ ქვეყანაში? კორონავირუსით დასნეულების ცალკეული შემთხვევები მაისის განმავლობაშიც იქნება, მაგრამ ეს ისევ და ისევ უყურადღებობით იქნება გამოწვეული.

დასახელდა კონკრეტული თარიღი, თუ როდის დასრულდება პანდემია საქართველოსა და მსოფლიოში. სინგაპურის მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ საქართველოში კორონას პანდემია 97%-იანი ალბათობით, 2020 წლის 6 ივნისს დასრულდება, 99%-იანი ალბათობით-25 ივნისს, 100%-იანი ალბათობით, 28 ივლისს. თქვენ როდის ვარაუდობთ?

- ეს ყველაფერი მოსაზრებებია. ამის წინასაწარმეტყველება შეუძლებლია. ყველა ვარიანტში, მაისიდან იქნება კლება, ერთეული აფეთქებების გარდა, რომელსაც ხელოვნურად გამოიწვევს ვიღაც. როგორც ვიცი, რომელიღაც ექთანს დაუვლია ლამის „ნახევარი“ საქართველო და გაუვრცელებია ვირუსი, ასეთი შემთხვევები ისევ იქნება. ჩვენი უბედურება გაუნათლებლობაა. განათლებაში იმას კი არ ვგულისხმობ, რამდენი წიგნი აქვს წაკითხული ადამიანს, გაუნათლებლობაა, როცა ელემენტარული ინფორმაცია და მიდგომა არ აქვთ იმ საკითხისადმი, რაც ხდება. სხვათა შორის, რუს ფსიქოლოგს ჰქონდა მოსაზრება გამოთქმული, კორონავირუსი არც არსებობს, ყველაფერი გამოგონილია ფულის საკეთებლად, ექიმებმა გამოიგონესო. სინამდვილეში, რომელ ფულის კეთებაზეა საუბარი? მსოფლიოში ამდენი ხალხი გაწყდა და დაავადდა. ასეთი მსჯელობა პოლიტიკური თამაშია. არა მგონია, ექიმებზე დაფასებული ხალხი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვინმე იყოს. მთელი ქვეყნის მოსახლეობის მაგივრად დარტყმას ეს ხალხი იღებს. მთელი მსოფლიო კორონას ებრძვის, ჩვენთან კიდევ ექიმებს ებრძვიან.

სხვათა შორის, ექიმებიც ებრძვიან ერთმანეთს. ამერიკაში მყოფი მედიკოსი ზურაბ გურული დისტანციურად იწუნებს ჩვენი კლინიცისტების სტრატეგიას.

- სამწუხაროდ, ზურაბ გურულის ფაქტორი სხვა რამეს უკავშირდება და პოლიტიკას ებმის. ჯერ კიდევ არიან ისეთი პარტიები საქართველოში, რომლებიც ქვეყნის სიძლიერეს ებრძვიან. სამწუხაროდ, ამ პარტიის უმეტესი წევრები, როგორც მე გავიგე, საერთოდ არ ყოფილან ქრისტიანები და ეს ძალიან ცუდია. მათ შორის, ზურაბ გურულზეც მითხრეს, ასეთიაო. ვისაც ღმერთის არ სწამს, იმას არაფრის სწამს, არც მეგობრობის, არც სიყვარულის, არც სიკეთის. ჩვენ ისტორიულად ქრისტიანული ქვეყანა ვართ, ქრისტიანობამ შემოგვინახა ამდენი ომებისა და შემოსევების შემდეგ, ამიტომ მოვაღწიეთ აქამდე.

რას უკავშირებთ, რომ კორონავირუსმა ბუნება შეიცვალა და მას მკვლელად აღარ მოიხსენიებენ? ნაწილობრივ, ეს ადამიანის იმუნიტეტით ხომ არ აიხსნება, რომ კოვიდმა უკვე ვეღარ შეძლო ბრძოლის გაგრძელება და გენომის შეცვლა არჩია?

- თავიდანვე აღვნიშნე, რომ ეს არის ახალი ვირუსი, რომელმაც შეიცვალა პატრონი. ცხოველის ორგანიზმში სხვა ტემპერატურაა, სხვა ფაქტორებია, ადამიანში - სხვა. კორონავირუსი როცა მოხვდა ახალ გარემოში, ახალ „სამშობლოში“ მას დაეწყო სერიოზული სტრესი. ასე აგრესიულად იწყებენ ვირუსები. ასევე იყო რამდენიმე საუკუნის წინ, წითელა რომ პირველად რქოსანი საქონლიდან გადავიდა ადამიანში, თუ არ ვცდები, მე-10-11 საუკუნეში, რამდენიმე წელიწადში 50-70 მილიონი კაცი მოკლა, მაგრამ დღეს წითელა აღარ არის სახიფათო. ნელ-ნელა ვირუსიც მშვიდდება, ორგანიზმიც ეჩვევა, გამოიმუშავებს ანტისხეულებს, ანუ მიდის ურთიერთობებში ცვლილებები და ვირუსიც სხვანაირად იქცევა. თვითონ ვირუსი კი არ კლავს, არამედ კლავს ორგანიზმის ავტოიმუნური ფონი, ანუ ორგანიზმი არაადეკვატურად იწყებს რეაქციას ამ ვირუსზე, რადგან ვირუსი ახალია და ორგანიზმისთვისაც სტრესულია სიტუაცია. ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში შედარებით დამშვიდდება, დალაგდება. თუმცა არ ვიცით, რამდენხნიანი იმუნიტეტის გამოწვევა შეუძლია ამ ვირუსს და ეს იქნება საკვლევი, რომ ვიცოდეთ, ვინც გადაიტანა კორონავირუსი, რამდენი ხანი იქნება დაცული საკუთარი იმუნიტეტით.

ისე, ყველანი გადავიტანთ ამ ვირუსს?

- წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, გადავიტანთ. მაგრამ, როცა ვირუსი აგრესიულია, სჯობს, მისით დასნეულება დროში გაიწელოს. სწორი იყო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიდგომა, რადგან სამომავლოდ შესაძლოა, კორონავირუსი ასეთი მძიმე ფორმით აღარ იყოს, ან გაჩნდეს მედიკამენტი, ან ვაქცინა მოიგონონ და ის, ვინც შეიძლება წელს დაღუპულიყო, შემდგომ წლებში აღარ დაიღუპოს. ჩვენმა ქვეყანამ ეს გააკეთა უნიკალურად კარგად, ანუ ძველმა ლომებმა, როგორიცაა გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე მაგრად იმუშავეს, ესენი არიან გადამრჩენელები, ეს არის მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

ენტონი ფაუჩი პროგნოზირებს, რომ ძალიან ცუდი ზამთარი გველის. ეს ძალაში იქნება, თუ კორონა შესუსტებული იმუნიტეტით დაგვიბრუნდება?

- ეს არავინ იცის, პირიქით, შეიძლება სრულიად საწინააღმდეგო რამ მოხდეს. იყო ვირუსული ეპიდემიების შემთხვევები, რომლებიც უცებ, ერთ დღეში დამთავრდა და ვერავინ ახსნა, რატომ მოხდა ასე. წინასწარ არავინ იცის, რა იქნება. ყველა მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, რადგან ეს მოსაზრებები წინა ისტორიებს, გამოცდილებას ეყრდნობა.

 

Katana "მთელი მსოფლიო კორონას ებრძვის, ჩვენთან კიდევ ექიმებს ებრძვიან." - :)))

"...შეაჯდა მორიელი ზურგს. კუ რა წყალში შეცურდა, მორიელმან ზურგზე კბენა დაუწყო. კუმ ჰკითხა: ძმაო, რას იქმო? მორიელმან უთხრა: რა ვქმნა, არც მე მნებავს, მაგრა ასეთის გვარისანი ვართ, მტერსა და მოყვარეს ყველაყას უნდა ვუკბინოთო. კუმ დაიყურყუმალავა, მორიელი წყალს მისცა და უთხრა: ძმაო, არც მე მნებავს, მაგრამ ჩემი გვარი, თუ გესლიანს ხორცს არ გაიბანს, გაუსივდება და მოკვდებაო."

(კლასგარეშე საკითხვი ლიტერატურა "ოცნებისათვის").
4 წლის უკან
trampi ფხიზელი


ვის გინდა რომ ეგ იგავ-არაკი გაააგებინო?...

არ აააქვთ ამათ ეგ ნასწავლი არა ......შეაყარე კედელს ცერცვი
ასე რომ მაგას, ამათ ვერც გაააგებინებ და ................ ვერც გაიგებენ ------დებილები არიან..... დებილები!!
4 წლის უკან
Katana . ეგა თქვი! :)
ხშირად ვფიქრობ, პაპა, რას იზამდა სააკაშვილი ამათ ადგილზე - ესენი რომ დაემარცხებინა და ხელთ ჩავარდნოდა არა მხოლოდ საყოველთაოდ ცნობილი დანაშაულობანი, არამედ 26 000 ფარულად გადაღებული ფაილიც, სადაც ამდენი წამება, შეურაცხყოფა, გაუპატიურებებია თურმე გადაღებული!..
ისეთ პროპაგანდისტულ გარნირს შემოუწყობდა ამ ყველაფერს და ისე ჩამოატარებდა მსოფლიო მასმედიის სუფრაზე, ევროპელებიც, ამერიკელებიც, სინგაპურელებიც და ტუვალუელებიც იყვირებდნენ - რა კოჰაბიტაცია! - შეცვალეთ კანონმდებლობა და დახვრიტეთ ეს არაადამიანებიო!..
ამათ კი ისიც ვერ მოახერხეს, გაქცეული დამნაშავეების დანაშაულში დაერწმუნებინათ ინტერპოლი და ექსტრადირება მოეხდინათ ჩვენი "მეგობარი" ქვეყნებიდან...
(პრეზიდენტის დანაშაულობათა ჩამონათვალში რომ ბიუჯეტის ფულით ნაყიდ მის პიჯაკებსა და ჰალსტუხებს ნახავს კაცი, როგორ დაიჯერებს შენს ობიექტურობას და როგორ ირწმუნებს, რომ პოლიტიკურ დევნას არა აქვს ადგილი?!.)
ჰოდა, არც ირწმუნეს და არც დააკარეს ხელი არავის.
ეგერ, ზელენსკიმაც რა თქვა: საქართველოს სასამართლოების მიერ სააკაშვილზე გამოტანილ განაჩენებს "უკრაინა სჩიტაეტ ნედეისტვიტელნიმიო"...
არ ვიცი, ბრიყვი მოკეთეები მეტი შემოიკრიბეს თავის გუნდში თუ ჭკვიანი მტრები.
4 წლის უკან
trampi ბრიყვები არიან, ბრიყვები ......თანაც უზომოდ ბრიყვები და ................... გაუნათლებლებიც
რასაც შენ ამბობ, მეც სუ მაგას ვბუინობ.. ............................. და ყველასაც ეგ უკვირს....
...ან როგორ, ამათ ინგლისური არ იციააან, ან იურისტი არა ყააავთ ? ან ჭკვას მაინც არავინ არ არიგეებთ? მოკლედ რა ჭირი სჭირთ ვერ ვიგებ...
თანაც ნაცების ტყუილი ამათ მართალსა როგორ სჯობნის???!!! ან ამ რვა წლის მანძილზე ესენი სუ თავის მართლებაში და თავდაცვაში რატო არიან??
რასაც შენ ყვები, ეგ ხომ ყველამ იცის, რომ ამათ ადგილზე ნაცები კაციშვილს ცოცხალსაც არ გაუშვებდნენ...მერე ამათ აღარც სტრასბურგი უშველიდათ და აღარც გაერო ........................უკლებლივ ყველას დაჰკიდებდნენ

მოკლედ ამათ თუ რამე აქვთ გაკეთებული (არადა ააქვთ....მარტო ის რად ღირს ხალხს რომ ქუჩა ქუჩა და ციხეებში აღარ ხოცავენ) ამ თავიააანთი უამრავი სიბრიყვით, სუ ზედ გადააფსეს.....
4 წლის უკან