დღეს დილით, გამოცემამ „Classic Rock” გაავრცელა ცნობა, რომ მომავალი წლის აპრილში, პოპულარული ბრიტანული ჯგუფი „Deep Purple” ახალ სტუდიურ ჩანაწერს გამოუშვებს.
დისკის პროდიუსერი ბობ ელზინი იქნება. ამ პიროვნების სახელთან შემდეგი ჯგუფებისა და მუსიკოსების წარმატებაა დაკავშირებული:
„Kiss“, „Pink Floyd“,“Kansas“, Peter Gabriel, Alice Cooper.
ჯგუფის ახალ ალბომში წარმოდგენილი იქნება 13 კომპოზიცია. აქედან 10 დღემდე უცნობია. საინტერესოა, რომ ალბომში განთავსებული ბოლო სიმღერა, ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ ჯონ ლორდს ეძღვნება.
ჯგუფის ამჟამინდელი ლიდერი იან გილანის ინფორმაციით, ახალი დისკის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია.
ახალი წლის დღეებში ჯგუფის წევრები ერთად შეიკრიბებიან და დისკის სახელს მოიფიქრებენ.