გუშინ მუსიკალურმა გამოცემამ „Rolling Stone” მიმდინარე წლის საუკეთესო ალბომების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
ჟურნალის ერთგული მკითხველების აზრით, მიმდინარე სეზონის საუკეთესო ალბომის წოდებას მომღერალი ბრიუს სპრინგსტინის დისკი „Wrecking Ball” იმსახურებს.
გამოცემის მიერ შედგენილ რეიტინგში, მეორე საფეხურზე მომღერალი ფრენკ ოუშენის ალბომი „Channel Orange” გავიდა.
მიმდინარე წლის საუკეთესო ალბომთა მესამე ადგილზე, ამერიკული მომღერალი ჯეკ უაიტის დისკი „Blunderbuss” აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ ბატონმა ჯეკმა თვით ბობ დილანს აჯობა