ლუგარის ცენტრში დეკემბრიდან ვირუსზე შეგროვებული ყველა ნიმუში მოგვიანებით ახალ კორონავირუსზეც გაიტესტა

ლუგარის ცენტრში დეკემბრიდან ვირუსზე შეგროვებული ყველა ნიმუში მოგვიანებით ახალ კორონავირუსზეც გაიტესტა

დეკემბრიდან ვირუსზე შეგროვებული ყველა ნიმუში მოგვიანებით ახალ კორონავირუსზეც გაიტესტა და 26 თებერვლამდე ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

„ბევრგან გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ რეალურად კორონავირუსი გაცილებით ადრე წარმოიშვა, ვიდრე ამის შესახებ 31 დეკემბერს ჩინეთმა გამოაცხადა. საქართველოში დეკემბრიდან შეგროვებული ყველა ნიმუში, რომელიც გრიპზე იყო ტესტირებული, მოგვიანებით გაიტესტა კორონავირუსზეც და 26 თებერვლამდე კორონავირუსი არსად დაფიქსირებულა. მანამდე არსებული სინჯები ჩვენ არაფერს მოგვცემს, ვინაიდან მაშინ კორონავირუსი ჩინეთშიც არ იყო გამოვლენილი. თუ რომელიმე ქვეყანა აღმოაჩენს, რომ კორონავირუსი მანამდეც არსებობდა, ეს სინჯები შენახული გვაქვს და კიდევ ერთხელ შევამოწმებთ, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსი თებერვლამდეც არსებობდა“, - განაცხადა ზახაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 240 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.