საქართველოში ადამიანების ცალკეული ჯგუფები ახლა გულზე სკდებიან, რომ ეკლესიებში არავინ დაინფიცირდა და არავინ დაავადმყოფდა. ისინი იმდენად გაოგნებულნი არიან ამისგან, რომ აღარ იციან, რას ეცნენ, - ამის შესახებ PosTv-ს ეთერში კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ საქართველოში ორი ტერარიუმი ჩამოყალიბდა, - მედიატერარიუმი და პოლიტიკური ტერარიუმი. ერთი მაგიდასთან იკრიბება და სიებს ადგენს და მეორე - არის რამდენიმე არხი, რომელიც ყველამ ვიცით. მადლობა ღმერთს, რომ ტერარიუმს გარშემო აქვს შუშა, რის გამოც მათი შხამი გარეთ ვეღარ გამოდის და ეს აღარ მუშაობს მოსახლეობაზე“ - განაცხადა გოგა ხაინდრავა.
ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ე.წ. ეკლესიის კლასტერი ჯერ არ გამოვლენილა.
საქართველოში კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 240 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.