დრო მოძებნეს, რომ ბუზი სპილოდ აქციონ – მეუფე ანტონი ყინწვისის ინციდენტზე

დრო მოძებნეს, რომ ბუზი სპილოდ აქციონ – მეუფე ანტონი ყინწვისის ინციდენტზე

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი ყინწვისის ინციდენტზე საუბრისას ამბობს, რომ პანდემიის დროს ხალხი ეკლესიას „გამადიდებებლი შუშით" უყურებს და ცდილობენ „ბუზი სპილოდ აქციონ"

„ყველა რაღაცნაირად, გამადიდებელი შუშით უყურებს ეკლესიას. ამ პანდემიის დროს მთლად გადაირია ხალხი - აიჭრა. თითქოს დრო მოძებნეს იმისათვის, რომ ბუზი სპილოდ აქციონ და ის რაც ჩვეულებრივი საკითხია წარმოაჩინონ არაჩვეულებრივ საკითხად.

კი გავიგე ამ სროლის შესახებ არ ვიცი რომელია სწორი, რომელია მართალი. ის კი ვიცი, რომ ძალიან მართულები არიან. ამ პანდემიამ თითქოს ხალხში, რაც იყო ჩაბუდებული თუ, რაც იყო ნეგატივი ყველა ცდილობს, რომ ამოუშვას.

ხალხიც არის თვითონ გაღიზიანებული. თქვენ წარმოიდგინეთ ადამიანები ზიან სახლში საქმე არ აქვთ. ვფიქრობ გაღიზიანებული კაცის მდგომარეობაა", - ამბობს მეუფე ანტონი.

Katana . ჰო, ეგ იქნება... კი! - ხალხი რომ ეკლესიას „გამადიდებებლი შუშით" უყურებს და ცდილობენ „ბუზი სპილოდ აქციონ", იმიტომ, თორემ აბა, სასულიერო პირი რომ მეორე სასულიერო პირს გზაში დახვდეს და მანქანა ჩაუცხრილოს, რა არის ამაში გასაკვირი!..

(სერიოზულად კი, მართლა ღვთის წყალობად უნდა მივიჩნიოთ, რომ ყველანი მშვიდობით გადარჩნენ მანქანაში, რომელსაც, თურმე, 10 ტყვია მოხვდა, ჩამტვრეული აქვს გვერდითი შუშები და ორი ნატყვიარი აქვს საქარე მინაზე!.. მადლობა ღმერთს!)
5 წლის უკან