ნიკოლას ქეიჯის სერიალში გადაიღებენ. ამერიკელი მსახიობი კერძო ზოოპარკის მფლობელის ჯო ეგზოტიკას როლს შეასრულებს. ამის შესახებ Variety წერს.
მინისერიალი CBS-ის ეთერში გავა. კარიერის განმავლობაში ნიკოლას ქეიჯმა კინოში 100-ზე მეტი როლი შეასრულა, თუმცა სერიალში არც ერთხელ არ გამოჩენილა.