„თუკი სააკაშვილს უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დანიშნავდნენ, მას გაუჩნდებოდა წვდომა ძალიან დიდ ფინანსურ ნაკადებთან, პოლიტიკურ გავლენებთან“

„თუკი სააკაშვილს უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დანიშნავდნენ, მას გაუჩნდებოდა წვდომა ძალიან დიდ ფინანსურ ნაკადებთან, პოლიტიკურ გავლენებთან“

რიგითი სააკაშვილის გადასარჩენად ოპოზიციის ნაწილმა უკრაინის პრეზიდენტისა და უმაღლესი რადას სახელზე წერილები გაგზავნა. განცხადებაში, რომელსაც ოპოზიციის 15 სუბიექტი აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ სააკაშვილის სისხლის სამართლებრივად დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია. ამდენად, მნიშვნელოვან თამანამდებობაზე მისი წარდგენა ორ მეგობარ სახელმწიფოს მხოლოდ დააახლოებს. ოპოზიციონერთა შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ გამოხატული პოზიცია ვიწრო პოლიტიკური ინტერესებითაა მოტივირებული და არ ასახავს ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ.

გიგა ბოკერია ამბობს, რომ სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი უკრაინის შიდა საქმეა და ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, ივანიშვილის თაოსნობით, ამაში არ უნდა ერეოდეს და ამ საქმეს არ უნდა გადააყოლოს საქართველოს ბედი.

თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დაბლოკვის მიზნით „ქართული ოცნების“ მიერ გამოხატული პოზიცია, სინამდვილეში, მხოლოდ ერთი პარტიისა და ერთი ადამიანის მოსაზრებებია, რომელიც პოლიტიკური ბოღმის ნთხევითაა დაკავებული.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დესტრუქციული კლასტერი ცდილობს, სახელი შეულახოს საქართველოს და დაარწმუნოს უკრაინა, თითქოს საქმე არ გაფუჭდება, თუკი სააკაშვილი მაღალ თანამდებობაზე დაინიშნება.

სააკაშვილის ირგვლივ საქართველოში ამტყდარი ციებ-ცხელების ფონზე 30 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გადაწყვიტა, სააკაშვილს სხვა თანამდებობა შესთავაზოს. სავარაუდოდ, აღარ არის საუბარი მის ვიცე-პრემიერად დანიშვნაზე რეფორმების საკითხებში.

ვის რაში სჭირდება უკრაინაში სააკაშვილი და ხომ არ აჯობებს „ქართული ოცნებისთვის“, გადაულოცოს სააკაშვილი უკრაინას, რათა იგი, ბოლოს და ბოლოს, ქართულ პოლიტიკას ჩამოეხსნას?!

ვის რისთვის სჭირდება სააკაშვილი, ეს ანალიტიკოს გია ხუხაშვილისთვის პოლიტიკურად ახსნადია. For.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი აცხადებს, რომ დღესდღეობით ზელენსკის უკრაინაში პრობლემები აქვს, რადგან მან ვერ მოახერხა კორუფციული ჭაობის დაშრობა და ვერ შეაზანზარა სისტემა. სააკაშვილის ცოდვების მეტი ჩვენ რა ვიცით, მაგრამ ბულდოზერის როლის თამაში მას ნამდვილად შეუძლია. შესაბამისად, ზელენსკის ახლა სჭირდება ბულდოზერი, რომ ოლიგარქიული ჩამყაყებული სიტუაცია შეანჯღრიოს.

გია ხუხაშვილი კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, ზელენსკის აფიქრებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ავაკოვის გეგმები, რომელიც მას ძალაუფლებას უყოფს, ასევე, დამაფიქრებელია პოროშენკოს რევენშისტული გეგმებიც. ასეთ დროს სააკაშვილი ძალიან კარგი ფიგურაა, რადგან იგი ბრძოლის აქცენტებს საკუთარ თავზე გადაიტანს და ზელენსკი შეძლებს, არბიტრის როლში ჩადგეს, ანუ თავად გამოვიდეს დარტყმის ქვეშიდან.

„ქართულ ოცნებას“ იმიტომაც არ სურს, მოიშოროს სააკაშვილი და უკრაინას გადაულოცოს, რომ შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით ეს არამომგებიანია. თუ სააკაშვილი უკრაინაში თანამდებობაზე დაინიშნება, „ქართულ ოცნებას“ უკვე აღარ შეეძლება იმის ყვირილი წინასაარჩევნოდ, რომ აი, სააკაშვილი ჩამოდის და, თუ არ გინდათ, ის ჩამოვიდეს, ამიტომ მე მომეცით ხმა. ბუნებრივია, სააკაშვილი თუ უკრაინაში იმუშავებს, აქ ჩამოსვლას აღარ დააპირებს, ეს ამ ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შემქმნელია. უკრაინაში სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა არა მარტო საშინაო, არამედ საგარეო-პოლიტიკური პრობლემა იქნება „ოცნებისთვის“. საგარეო-პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ იმდენად არ აფასებენ ქართულ ინსტიტუტებს, მართლმსაჯულებას, რომ არავის სჯერა მათ მიერ გამოტანილი ვერდიქტების. ეს ნიშნავს ჩვენი ხელისუფლების დისკრედიტაციას საერთაშორისო არენაზე. მე კი ვიცი, მურუსიძის სასამართლო რაც არის, მაგრამ არ მომწონს, როცა უკრაინასა და საერთაშორისო დონეზე არ სცემენ მას პატივს. ჩვენი ხელისუფლების სურვილი ის კი არ არის, სააკაშვილი მართლაც ვიღაცამ დაიჭიროს, ეს მათ არ აწყობთ, პირიქით, მიაჩნიათ, რომ საქართველოს ციხეში სააკაშვილი თავის ტკივილი იქნება მათთვის. მათ უნდათ, სააკაშვილი სადღაც დაბოდიალობდეს, რომ არჩევნების წინ მტრის ხატი შექმნან მისგან და მორიგ ჯერზე გამოაცხადონ, როგორ თხრის ის ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბს, აწყობს გადატრიალებას“,-განმარტავს გია ხუხაშვილი.

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სააკაშვილს გავლენიანი მფარველები ჰყავს. სწორედ მათი სურვილით ხდება ლობირება, რომ იგი უკრაინის ხელისუფლებამ ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშნოს. თუმცა ის ხალხი, ვინც მფარველობს სააკაშვილს აშშ-სა თუ სხვაგან, წინააღმდეგობას აწყდება. მათ ვერ მოახერხეს სააკაშვილის გაყვანა ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე.

„უბრალო ამბავი არ გახლავთ ამხელა ქვეყნის - უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნა რეფორმების დარგში. თუკი სააკაშვილს ამ თანამდებობაზე დანიშნავდნენ, მას გაუჩნდებოდა წვდომა ძალიან დიდ ფინანსურ ნაკადებთან, პოლიტიკურ გავლენებთან. ცხადია, საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს სასიამოვნო არ იქნებოდა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამაც იმუშავა ამ მიმართულებით, რომ სააკაშვილის ამ თანამდებობაზე დანიშვნა არ მომხდარიყო. რაც შეეხება საკითხს, სჯობს, თუ არა სააკაშვილი დაკავდეს უკრაინით, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სააკაშვილი მარტო უკრაინით ვერ დაკავდება. რაც უფრო მეტი გავლენა ექნება მას უკრაინაში, მით მეტი გავლენა ექნება თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში სხვა ქვეყნებზეც, მას ექნება ინსტრუმენტები, ექნება საშუალება, თავის შვილობილ „ნაცმოძრაობას“ მეტად დაეხმაროს საქართველოში და მეტი გავლენა მოახდინოს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.

 

Aburjga Tasmanieli უკრაინა რაც არის, რა სახელმწიფოცაა ისეთი პრეზიდენტი ყავს, ისეთი პარლამენტი და მთავრობა! ჩვენი პრეზიდენტყოფილი იქ ახლა ქარბორბალას დაატრიალებს და აჩვენებს მაგათ სახელმწიფოებრივ ამბიციებს! ამ უკრაინელებს სინდისის ნატამალი არ გააჩნიათ საერთოდ! ლვოვი და კარპატები როდის მერე იყო უკრაინა და საერთოდ ვინ და როდის შემოუერთა უკრაინას ეს უზარმაზარი ტერიტორიიები ამას რატომ არ კითხულობენ?! და ნთუ კითხულობენ და წერა კითხვა იციან საერთოდ წაიკითხონ, ისწავლონ, მადლიერების რაღაც პატარა ნიშნები მაინც გამოამჟღავნონ! დიდება სტალინს!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli და საერთოდ
3 წლის უკან
Katana . Aburjga, სტალინის მადლობელი გინახავს ვინმე?
უკრაინაში ბანდერას კულტით ჩაანაცვლეს სტალინის მიმართ მადლიერება, ხოლო ერი, რომლის ძირფესვიანად მოსპობასაც აპირებდა ჰიტლერი და რომლის ხსენებაც პირწმინდად იქნებოდა გამქრალი დღეს, რომ არა სტალინი, ყველაზე დაუნდობლად ლანძღავს სტალინს.

მაგრამ ამ ყველაფერთან არაფერი ესაქმება ბმულს, რომელმაც განმაცვიფრა წუხელ და რომელიც მინდა გავუზიარო, ვისაც არ უნახავს:
როგორ ცხოვრობს პუტინის გარემოცვა!...
ბმული
3 წლის უკან
romani ბმულში მოყვანილი ინფორმაცია, თუ იგი შეესაბამება სიმართლეს, მხოლოდ მედვედევის ქონების ნაწილშია ყურადსაღები.
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ვნახე! ვნახე! მერე დაბლა კომენტარებიც დავათვალიერე! ერთს აქ ვციტირებ - Иосиф Сталин показал бы им планировку в ГУЛАГе.это скоты а не люди".
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli აქ ცხოველების მიმართ გამოთქმას ვერ დავეთანხმები! ცხოველს ასეთი რამე საერთოდ არ ახასიათებს! ეს მხოლოდ ადამიანის რაღაც საშინელი სახეობის წარ,ომადგენლების დამახასიათებელი ნიშნებია! ასე ყოფილა ადრეც, დასაბამიდან, ასე იყო და ასე იქნება სანამ მორიგი ვირუსი არ დაუგრგვინებს - ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი. მისგან გასწორდეს ყოველი სუსტი და ძალ-გულოვანი! დიდება სტალინს, ეპოქის სინდისს და ნამუსს!
3 წლის უკან
Katana . სავსებით ვიზიარებ ხუხაშვილის თვალსაზრისს!
3 წლის უკან
Katana СРОЧНО! Зеленский НАЗНАЧИЛ Саакашвили ГЛАВОЙ реформ Украины: Порошенко не ожидал! 07.05.2020
ბმული
3 წლის უკან