დიდ ბრიტანეთში ლუდსახარში ყველა მსურველს ლუდს უფასოდ ურიგებს

დიდ ბრიტანეთში ლუდსახარში ყველა მსურველს ლუდს უფასოდ ურიგებს

დიდ ბრიტანეთში, ნორსამბერლენდის საგრაფოში ლუდსახარში Alnwick-ი ყველა მსურველს ლუდს უფასოდ ურიგებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

კომპანია ლუდს პაბებსა და ბარებში ჩასაბარებლად ხარშავს, კარანტინის გამო კი ეს დაწესებულებები დაკეტილია. ჩამოსასხმელ ლუდს ვარგისიანობის შედარებით მცირე ვადა აქვს, ამიტომ ლუდსახარშის მეპატრონეებმა გადაწყვიტეს, ლუდი უფასოდ დაარიგოს.

ლუდის მისაღებად ორი პირობის დაკმაყოფილებაა საჭირო - საკუთარი ბოთლით მისვლა და ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ფონდში ნებისმიერი თანხის ჩარიცხვა.

ლუდსახარშის მფლობელის, იან რობინსონის განცხადებით, ადამიანები ლუდის წასაღებად სხვადასხვა მოცულობის ჭურჭლით მიდიან, დაწყებული ნახევარლიტრიანი ბოთლით, დამთავრებული 20-ლიტრიანი კანისტრით.

Alnwick-ში ლუდის დარიგება კვირაში ერთხელ, პარასკევობით ხდება. წინა ორი კვირის განმავლობაში კომპანიამ შემოწირულობის სახით 450 ფუნტი შეაგროვა.