ამერიკელმა რეპერმა ემინემმა მის სახლში შეჭრილი კაცი დააკავა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი აპრილში, ქალაქ დეტროიტში მოხდა, რეპერის წარმომადგენლებმა კი ფაქტი მხოლოდ ახლა დაადასტურეს.
47 წლის ემინემი ღამე სიგნალიზაციამ გააღვიძა, რის შემდეგაც რეპერმა სასტუმრო ოთახში უცხო ადამიანი აღმოაჩინა და დაცვის თანამშრომლების მოსვლამდე მისი გაკავება მოახერხა.
ადგილზე მოსულმა პოლიციამ კაცი დააკავა და ის დღემდე პატიმრობაში რჩება.