რეალური თავდასხმა თუ ემბერ ჰერდის მიერ მოწყობილი შემთხვევა? ჯონი დეპს თავდასხმის გამო უჩივლეს

რეალური თავდასხმა თუ ემბერ ჰერდის მიერ მოწყობილი შემთხვევა? ჯონი დეპს თავდასხმის გამო უჩივლეს

უკვე რამდენიმე კვირაა ემბერ ჰერდისა და ჯონი დეპის სასამართლო მოსმენა მიმდინარეობს. დეტალები პროცესიდან პერიოდულად საჯაროვდება და თუ ცოტა ხნის წინ ემბერ ჰერდს დეპისადმი ცრუ ბრალდებებისა და თითის დაზიანების გამო ციხეც კი ელოდა, ამჟამად სასწორი სწორედ მის მხარეს იწევს, რადგან მათი თანაცხოვრების კიდევ ერთი დეტალი გახდა ცნობილი.

როგორც ირკვევა 2016 წლის 21 მაისს, საღამოს 9-ის ნახევარზე, 911-შე შევიდა უცხო ქალბატონის ზარი, რომელიც იმ ბინაში, სადაც დეპი და ემბერი ცხოვრობდნენ კაცის მიერ ძალადობას ადასტურებდა.

ქალბატონმა ანონიმურობის შენარჩუნება არჩია, რის გამოც მეტი დეტალის გარკვევა შეუძლებელია, ემბერი კი, ამტკიცებს რომ ამ დღესაც ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახლდათ.

"ძალიან მარტივი გასარკვევია, რომ ეს ბატონ დეპს უბრალოდ მოუწვეს, რათა პოლიციელებს ის დაეკავებინათ," - აღნიშნა ადამ ვოლდმენმა, დეპის ადვოკატმა.