ჯიჯი ჰადიდის პირველი კომენტარი საკუთარი ორსულობის შესახებ

ჯიჯი ჰადიდის პირველი კომენტარი საკუთარი ორსულობის შესახებ

როგორც იცით, 25 წლის ამერიკელი მოდელი ჯიჯი ჰადიდი და 27 წლის მომღერალი ზეინ მალიკი პირველ შვილს ელოდებიან. ოფიციალურ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ უცხოურმა მედიამ გაავრცელა. ინფორმაცია ოფიციალურად კი ჯერ იოლანდამ, შემდეგ კი თავად ჯიჯიმ დაადასტურა. როგორც ოჯახთან დაახლოვებულმა წყარომ TMZ-ისთან საუბრისას აღნიშნა, მოდელი უკვე 20 კვირის ორსულია.

გასულ დღეს თვითიზოლაციაში მყოფმა ჯიჯი ჰადიდმა The Tonight Show-ის საშუალებით საზოგადოებას მიმართა: "ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ, იმდენი თბილი კომენტარი და კეთილისმსურველი შეტყობინება მივიღეთ, რომ მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. მადლობა მხარდაჭერისთვის. ამჯერად სახლში ყოფნა ჩემთვის ყველაზე მნიშნელოვანია, თითოეული დღე უკეთესი ხდება."