ვეტერანი, რომელმაც ბრიტანელი ექიმებისთვის $37 მილიონი შეაგროვა, 100 წლის გახდა

ვეტერანი, რომელმაც ბრიტანელი ექიმებისთვის $37 მილიონი შეაგროვა, 100 წლის გახდა

ბრიტანელი ვეტერანი ტომ მური, რომელმაც საკუთარ ბაღში სეირნობით ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურისთვის $37.4 მილიონი შეაგროვა, 100 წლის გახდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

ტელეარხის ინფორმაციით, საჩუქრად მას მთელი ქვეყნიდან 125 ათას მისალოც ბარათზე მეტი გაუგზავნეს, მათ სორის დედოფალმა ელიზაბედ მეორემ. ამასთან, მურს, რომელმაც კაპიტანის წოდება ჰქონდა ჯანდაცვის სისტემის დახმარებისთვისსაპატიო პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.

კაპიტანმა ტომმა, როგორც მურს ეძახიან, მსოფლიოს ყურადღება ჯერ კიდევ აპრილის შუა რიცხვებში მიიპყრო, როცა ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურისთვის თანხების შეგროვების შესახებ განაცხადა. შემდეგ კი ბრიტანელ ტენორ მაიკლ ბოლთან და მედიკოსების გუნდთან ერთად სიმღერა Yოუ'ლლ Nევერ ჭალკ Aლონე შეასრულა, ბრიტანული მუსიკალური ჩარტის ყველაზე ასაკოვანი ლიდერი გახდა და გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა.