ამერიკის კინოაკადემიის შემდეგ კორონავირუსის პანდემიის გამო ნომინანტების შერჩევის წესის შეცვლის შესახებ „ოქროს გლობუსის“ ორგინიზატორმა, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამაც (HFPA) განაცხადა. ინფორმაცია ამის შესახებ ასოციაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ახლა კონკურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ ფილმები, რომელთა ჩვენებაც კინოთეატრების ნაცვლად ონლაინ-სივრცეში მოეწყო.
„ლოს-ანჯელესში ყველა კინოთეატრის და კინოდარბაზის დახურვიდან გამომდინარე, მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ფილმი HFPA-ს ყველა წევრმა კინოთეატრში უნდა ნახოს, დროებით შეჩერებულია“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, „ოქროს გლობუსის“ პრეტენდენტი ფილმი ასოციაციის წევრებს ლოს-ანჯელესის კინოთეატრში უნდა ენახათ. ახლა კი კონკურსანტებმა მათ სურათი ან DVD-დისკზე უნდა მიაწოდონ, ან ბმული გაუგზავნონ.
„ოქორს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონია 2021 წლის იანვარში უნდა ჩატარდეს. მას მსახიობები ტინა ფეი და ემი პოლერი გაუძღვებიან.