პოპულარული სერიალის Orange Is The New Black შემოქმედებითი გუნდი Netflix-ისთვის ახალ პროექტს ქმნის. ინფორმაცია ამის შესახებ Netflix-ის Twitter-ზე გამოქვეყნდა.
პროექტის პროდიუსერი ჯენჯი კოენი იქნება, რეჟისორის სავარძელს დიეგო ველასკო დაიკავეს, ჰილარი უაიზმანი კი შოურანერი იქნება. ცნობილია ახალი შოუს სახელწოდება - „სოციალური დისტანცია“. მისი გადაღებები დისტანციურად ჩაივლის - მსახიობები როლებს საკუთარ სახლებში შეასრულებენ. სერიალი ანტოლოგიის ფორმატში იქნება შექმნილი - თითოეული ეპიზოდი სხვადასხვა გმირების ისტორიას მოგვითხრობს.
პროექტში მონაწილე მსახიობების ვინაობა და სერიალის პრემიერის თარიღი უცნობია.