აფრობიტის მუსიკალური ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, დრამერი ტონი ალენი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
მისი მენეჯერის თქმით, ჯერჯერობით, გარდაცვლების მიზეზი უცნობია, თუმცა მომხდარი კორონავირუსს არ უკავშირდება.
ალენი 1960-1970 წლებში ფელა კუტის ცნობილი ბენდის, Afrika '70-ის დრამერი და მუსიკალური დირექტორი იყო.
ნიგერიელი მუსიკოსი, მულტიინსტრუმენტალისტი, კომპოზიტორი, აფრობიტის ლეგენდა, ფელა კუტი მასზე ამბობდა: „რომ არა ტონი ალენი, აფრობიტი არ იარსებებდა“.
ალენი 1940 წელს ნიგერიაში, ლაგოსში დაიბადა. მუსიკოსი პარიზში გარდაიცვალა.