გამყრელიძე: სლოგანი -

გამყრელიძე: სლოგანი - "დარჩი სახლში" - აღარ გამოგვადგება და მალე უნდა შეიცვალოს სხვა სლოგანით

დაავადების კონტროლის ეროვნნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში ბაზელის უნივერსიტეტის მოდელს მისდევს.

” ვიცოდით, რომ ჩვენ თუ შევამსუბუქებდით იმ პერიოდში შეზღუდვებს, მაშინ მეორე მრუდი ამუშავდებოდა, რომელიც 10 მაისისთვის 2000- 2500 შემთხვევას გვაძლევდა და თუ ძალიან შევამსუბუქებდით, მაშინ ავდიოდით 5000-7000 შემთხვევაზე მაისის 10 დან 15 -მდე.

დღესაწაულების წინ მოსახლეობამ სერიოზულად დაუჭირა მხარი მოწოდებებს. განსაკუთრებით თბილისში როგორ იცავდა მოსახლეობა, სოციალური დისტანცირება და „სახლში დარჩი“ ყველაზე მოარული სლოგანი გახდა, რომელიც ახლა, ჩემი აზრით, მალე უნდა შეიცვალოს მეორე სლოგანით „უნდა ვისწავლო თანაცხოვრება კორონავირუსის ინფექციასთან ერთად“, – განაცხადა გამყრელიძემ.