მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, 4 ახალი ინფიცირებული დაემატა, დედა-შვილი, რომელიც გორიდანაა და მეორე დედა-შვილი, რომლის ოჯახიც საავადმყოფოში მკურნალობდა

მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, 4 ახალი ინფიცირებული დაემატა, დედა-შვილი, რომელიც გორიდანაა და მეორე დედა-შვილი, რომლის ოჯახიც საავადმყოფოში მკურნალობდა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას Covid-19-ის დიაგნოზის მქონე 4 ახალი პაციენტი დაემატა. დედა-შვილი, რომელიც გორიდანაა, ხოლო მეორე დედა-შვილი, რომლის ოჯახიც საავადმყოფოში მკურნალობდა და ცნობილი კლასტერია.

როგორც მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში მყოფი ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, 13 პაციენტის მდგომარეობა კი საყურადღებოა.

"ბოქსირებულ სექტორში არის 74 პაციენტი. Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არის 63. 18 წლამდე ასაკის პირები არიან 12-ნი. 13 პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო და ერთი პაციენტი რჩება მძიმე. დაემატა 4 ახალი პაციენტი. დედა-შვილი, რომელიც არის გორიდან და მეორე დედა-შვილი, რომლის ოჯახი ჩვენთან მკურნალობდა და ცნობილი კლასტერია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა სოლოღაშვილმა.

რაც შეეხება ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც ორი დღის წინ ოპერაცია ჩაუტარდა, მაკა სოლოღაშვილის თქმით, პაციენტი თავს მდგომარეობის შესაბამისად გრძნობს და რაიმე დამატებითი ჩივილი არ გამოვლენია.