ნიკოლოზ გამყრელიძე: პაციენტს, ვისგანაც დავინფიცირდი, დიდი სტრესი ჰქონდა, აღიქვამდა, რომ მისგან მოხდა გავრცელება - არანაირი სიმტომი არ აქვს, მაგრამ ტესტზე პასუხი ისევ დადებითია

ნიკოლოზ გამყრელიძე: პაციენტს, ვისგანაც დავინფიცირდი, დიდი სტრესი ჰქონდა, აღიქვამდა, რომ მისგან მოხდა გავრცელება - არანაირი სიმტომი არ აქვს, მაგრამ ტესტზე პასუხი ისევ დადებითია

ჯანდაცვის ჯგუფის გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებით, პაციენტი, რომლისგანაც მას კორონავირუსი გადაედო, 2 თვის შემდეგაც კი ვირუსის მატარებელია.

ნიკოლოზ გამყრელიძე ვარაუდობს, რომ პაციენტმა ვირუსისგან სრულად გათავისუფლება სტრესის გამო ვერ მოახერხა.

„დღეს დილით ექიმებმაც ისაუბრეს მისი მდგომარეობის შესახებ და ამ ფარგლებში მეც შემიძლია, ვისაუბრო. ფაქტიურად უსიმპტომოა დიდი ხანია, არანაირი სიმპტომი არ აქვს, მაგრამ PCR ტესტზე ამოდის სუსტად დადებითი პასუხი; თითქმის 2 თვეა. საკმაოდ დიდი სტრესი ჰქონდა. ის აღიქვამდა, რომ მისგან მოხდა გავრცელება. დანაშაულის განცდა ჰქონდა, თუმცა, ყველა ვამხნევებდით“, - განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.