პაციენტი, რომელსაც არ ჰქონდა ორი კიდური, ყურის ნიჟარა და დიაბეტიანი იყო, კორონავირუსისგან განიკურნა

პაციენტი, რომელსაც არ ჰქონდა ორი კიდური, ყურის ნიჟარა და დიაბეტიანი იყო, კორონავირუსისგან განიკურნა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, ახალი ვირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი მძმე პაციენტი კოვიდ 19-ისგან განიკურნა.

„ქალბატონი რომელსაც აქვ 30 წლიანი შაქრიანი დიაბეტი ყველა გართულებით, არ აქვს ორივე ქვედა კიდური, არ აქვს ყურის ნიჟარა და მარცხენა ხელი, ასეთი პაციენტი კორონავირუსისი შედეგად განვითრებული გართულების მიუხედავად გამოჯანმრთელდა და მთელი სტაფი ვიყავით ბედნიერები", - განაცხადა ლევან რატიანმა „ტვ პირველის" ეთერში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. დღემდე დაავადების 539 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გამოჯანმრთელებულია 184 პირი.