„სამართლიანმა არჩევნებმა,“ რომელმაც უცებ ფეისბუქის სიწმინდეზე დაიწყო ზრუნვა, სხვადასხვა გვერდები და ანგარიშები მოჩხრიკა, რომლებიც თურმე ოპოზიციის დისკრედიტაციას ეწევიან“

„სამართლიანმა არჩევნებმა,“ რომელმაც უცებ ფეისბუქის სიწმინდეზე დაიწყო ზრუნვა, სხვადასხვა გვერდები და ანგარიშები მოჩხრიკა, რომლებიც თურმე ოპოზიციის დისკრედიტაციას ეწევიან“

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და რამდენიმე თემას, მათ შორის სამართლიანი არჩევნების მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს ეხმიანება.

ანალიტიკოსი ორგანიზაციას მიმართავს, რომ თუ მათ სამართლიანობაზე აქვთ პრეტენზია, თუ სამართლიანობაზე გაქვს პრეტენზია, მაშინ ოპოზიციასთან აფილირებული ის გვერდები და ანგარიშებიც ამხილონ, რომლებიც ფეისბუქისთვის სრულიად შეუფერებელი შინაარსით ხელისუფლების დისკრედიტაციით არიან დაკავებულნი.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ,,სამართლიანი არჩევნები" ერთ მხარეს დგას და სხვაგვარად არ შეუძლია.

,,გუშინ ტელეინტერვიუში თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ „ამ ხალხს არ უნდათ სხვისი აშენებული ქვეყანა და სხვის მიერ განკურნებული ავადმყოფები." ვფიქრობ ყველა მიხვდებოდა თუ ვინც იგულისხმა. ისინი, ვინც თვლის, რომ თუ თავად არ არის ხელისუფლებაში, წყალსაც წაუღია ყველაფერი. ,,სამართლიანმა არჩევნებმა," რომელმაც უცებ ფეისბუქის სიწმინდეზე დაიწყო ზრუნვა, სხვადასხვა გვერდები და ანგარიშები მოჩხრიკა, რომლებიც თურმე ოპოზიციის დისკრედიტაციას ეწევიან, რითაც ხელისუფლებას ემსახურებიანო. ისე, თუ სამართლიანობაზე გაქვს პრეტენზია, მაშინ ოპოზიციასთან აფილირებული ის გვერდები და ანგარიშებიც ამხილე, ხელისუფლების დისკრედიტაციით რომ არიან დაკავებული, თანაც ფეისბუქისთვის სრულიად შეუფერებელი შინაარსით და ფორმებით. თუმცა, როდესაც ერთის მხარეს დგახარ, სხვაგვარად არ შეგიძლია",- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინაში მიმდინარე პროცესებსაც ეხმიანება და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის ხელისუფლებამდე გასაგებად მიიტანა სათქმელი და ზელენსკის მთავრობამ გადაწყვიტა ,,სახე შეინარჩუნოს".

,,მას შემდეგ რაც ჩვენმა ხელისუფლებამ უკრაინის ხელისუფლებამდე გასაგებად მიიტანა თავის მოსაზრება სააკაშვილის მთავრობაში დანიშვნასთან დაკავშირებით, ზელენსკის მთავრობამ როგორც ჩანს გადაწყვიტა, რომ „სახე შეინარჩუნოს" და არც მწვადი დაწვას და არც შამფური. დღეს განაცხადეს, რომ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში „სხვა ფორმატით იმუშავებს." ამაზე მახსენდება ეპიზოდი ცნობილი ფილმიდან „ნათლიმამა," კორლეონე უმცროსი რომ ამბობს, მამამ ისეთი წინადადება გაუკეთა და ისე, რომ უარს ვერ ეტყოდნენო. როგორც ჩანს ზელენსკის თავს რაღაც მსგავსი ამბავი დატრიალდა",- აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

კიდევ ერთი თემა, რომელსაც საკუთარ ,,პოსტში" ზაალ ანჯაფარიძე ეხმიანება,  ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე  დღეს მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც ბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ემსახურებიან 7000-ზე მეტ მოსახლეობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობას ჩვეულებრივ გააგრძელებენ.

ანალიტიკოსი ამ გადაწყვეტილებას პრაგმატუს უწოდებს.

,,დღეს, ხელისუფლებამ გონს და პრაგმატიზმს მოუხმო და სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებისათვის თავდაპირველად დაწესებული არარეალისტური ზღვარი - 13,000 მოსახლე 7,000 მდე დასწია, რაც შექმნილ სიტუაციაში კლინიკებისათვის გარკვეული შეღავათია და სამედიცინო წრეებში მღელვარების დროებით ჩაცხრობის საშუალება. თუმცა, პრობლემის საბოლოო მოგვარებას უფრო სისტემური მიდგომა დასჭირდება.