იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის განახლებული მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 4 693 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც პანდემიის არსებობის განმავლობაში აბსოლუტური რეკორდია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 285 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 872 ადამიანს კი კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსით 205 463 ადამიანი დაინფიცირდა, 27 967 გარდაიცვალა, ხოლო 75 945 კი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.