ნათელაშვილიო: ოთხი ინფარქტი ჰქონდა გადატანილი, 90 წლის გახდა და მოკვდა, კორონა რა შუაშია

ნათელაშვილიო: ოთხი ინფარქტი ჰქონდა გადატანილი, 90 წლის გახდა და მოკვდა, კორონა რა შუაშია

„რა ჯანდაბად გვინდა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი?! ომია?! არეულობაა?! გადატრიალებაა?! ვირუსს ფეხებზე არ ჰკიდია კომენდანტის საათი და საგანგებო. იმან არც დღე იცის და არც ღამე. თუ გადაგედება, გადაგედება, მერე არის გაბუქებული, ქარიშხალი ჭიქაში“.

ეს განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.

„მსოფლიო სტატისტიკით, ყოველ სეზონზე გრიპით კვდებოდა 700 000 ადამიანი. იღებდა ვინმე ამაზე ხმას?! აი, სეზონი დამთავრდა და 200 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა ამ კორონავირუსით.

მე იძულებული ვარ გავხდე კორონავირუსის უფლებადამცველი.

ადამიანს ოთხი ინფარქტი აქვს გადატანილი, 90 წლის გახდა და მოკვდა, კორონას, რატომ ვაბრალებთ მეგობრებო?!

ფილტვების ანთება ჰქონდა ადამიანს და ამასთან ოთხი სარქვლის დაზიანება. ერთი სარქვლის დაზიანებაა საკმარისი, რომ ადამიანი გარდაიცვალოს. კორონა რა შუაშია. დააცემინებდა, შეიძლება ემბოლია დამართნოდა და მოკვდებოდა. ამიტომ ეს ყველაფერი არის გაბუქებული.

თუ ორგანიზმი მომწიფებულია და დაავადებები არსებობს, გარდაცვალება შეიძლება ორპირი ქარის გამოც დადგეს“, – ამბობს ნათელაშვილი.

mamago შენ ხომ ხარ ხორციელად ჯანმრთელი და დალხინებული აფერისტობით?!
5 წლის უკან