ბიძინა კულუმბეგოვი: თუ ეს ასეა, დღევანდელი დღე კორონაპანდემიის დასრულების დღედ უნდა გამოვაცხადოთ

ბიძინა კულუმბეგოვი: თუ ეს ასეა, დღევანდელი დღე კორონაპანდემიის დასრულების დღედ უნდა გამოვაცხადოთ

ექსპერიმენტულ პრეპარატს „რემდესივირს“ გამოჯანმრთელების დაჩქარების საქმეში მნიშვნელოვანი პოზიტიური ეფექტი აღმოაჩნდა. მედიკამენტს ვირუსის დაბლოკვის უნარი აქვს.

ამის შესახებ აშშ-ს ალერგიებისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ თეთრი სახლის ოვალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „რემდესივირი“ კოვიდ-19-ით დაავადებელ პაციენტებზე ეფექტურად მუშაობს.

ფაქტს საქართველოში ცნობილი იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ფეისბუქის“ გვერდზე ეხმიანება და წერს:

„დოქტორმა ფაუჩიმ რამდენიმე წუთის წინ, თეთრ სახლში, პრეზიდენტი ტრამპი და მთლიანად მსოფლიო ჩააყენა საქმის კურსში, რომ „რემდესივირი“ მუშაობს და იმედის მომცემია წინასწარი შედეგები…

მე კამოსტატ მეზილატი მაინც მესახება, როგორც პრევენციის წამალი (ანუ ვირუსის შეჭრის ხელშეშლის) და რემდესივირი მძიმე პაციენტების…

თუ ეს ასეა, დღევანდელი დღე კორონაპანდემიის დასრულების დღედ უნდა გამოვაცხადოთ“, – წერს კულუმბეგოვი.

Aburjga Tasmanieli მაინცა და მაინც ჩემს მიერ დასახელებულ უკვე სტაჟიან და გვერდითი მოვენების არმქონე მედიკამენტ ივერმექტინს არ ეკარებით სათოფეზე, ხომ??
5 წლის უკან