დავით ზარდიაშვილი: მსოფლიო რეიტინგში „დიდი კოვიდ-რვიანი“ ასე გამოიყურება

დავით ზარდიაშვილი: მსოფლიო რეიტინგში „დიდი კოვიდ-რვიანი“ ასე გამოიყურება

დავით ზარდიაშვილი: მსოფლიო რეიტინგში „დიდი კოვიდ-რვიანი“, ასე გამოიყურება

მსოფლიო რეიტინგში „დიდი კოვიდ-რვიანი“, ასე გამოიყურება - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.

„ამ წუთის სტატისტიკური მონაცემებით მსოფლიოში სულ რეგისტრირებულია 3 232 000 ინფიცირებული. გარდაცვლილია - 228 611; მსოფლიო მოსახლეობაა - 7, 7 მლრდ; მსოფლიო მშპ (სავალუტო ფონდის დაზუსტებული მონაცემებით 2018 წელს) შეადგენდა - 135 394, 7 მლრდ. $.

მსოფლიო რეიტინგში „დიდი კოვიდ-რვიანი“, ასე გამოიყურება:

  1. აშშ - 1 065 000 რეგისტრირებული შემთხვევა (მსოფლიში ინფიცირებულთა 33%); გარდაცვლილია - 61 670 (პანდემიის მსხვერპლის 27%). მოსახლეობა - 331, 5 მლნ (მსოფლიო მოსახლეობის 4,3%). მშპ -20 580 მლრდ.$ (მსოფლიო მშპ-ს 15,2%);
  2. ესპანეთი 237 000 რეგისტრირებული შემთხვევა (მსოფლიოში ინფიცირებულთა 7, 3%); გარდაცვლილია - 24 275(პანდემიის მსხვერპლის 10, 6%); მოსახლეობა - 46, 9 მლნ (მსოფლიო მოსახლეობის 0, 61%); მშპ- 1853 მლრდ $ (მსოფლიო მშპ-ს -1, 38%)
  3. იტალია - 204 000 რეგისტრირებული შემთხვევა (მსოფლიოში ინფიცირებულთა 6, 3%); გარდაცვლილია -27 682 (პანდემიის მსხვერპლის 12, 1%) მოსახლეობა - 60, 3 მლნ (მსოფლიო მოსახლეობის 0, 78%) მშპ - 2 405 მლდ$ (მსოფლიო მშპ-ს 1, 77%);
  4. საფრანგეთი 166 500 რეგისტრირებული შემთხვევა (მსოფლიოში ინფიცირებულთა 5. 2%); გარდაცვლილია -24 087 (პანდემიის მსხვერპლის 10, 5%) მოსახლეობა -68, 9მლნ (მსოფლიო მოსახლეობის 0, 9%) მშპ - 2970 მლრდ$ (მსოფლიო მშპ-ს 2, 19%);
  5. ბრიტანეთი -165 000 რეგისტრირებული შემთხვევა (მსოფლიოში ინფიცირებულთა 5, 1%) გარდაცვლილია - 26 097 (პანდემიის მსხვერპლის 11, 4%) მოსახლეობა - 66, 7 მლნ (მსოფლიო მოსახლეობის 0,86%) მშპ - 3065 მლრდ$ (მსოფლიო მშპ-ს 2, 24%);
  6. გერმანია - 161 000 რეგისტრირებული შემთხვევა (მსოფლიოში ინფიცირებულთა 5, 1%) გარდაცვლილია -6 467 (პანდემიის მსხვერპლთა 2, 8%) მოსახლეობა -83, 1 მლნ (მსოფლიო მოსახლეობის 1, 07%) მშპ - 4343 მლრდ$ (მსოფლიო მშპ-ს 3,21%)
  7. თურქეთი - 117 500 რეგისტრირებული შემთხვევა (მსოფლიოში ინფიცირებულთა 3, 6%) გარდაცვლილია - 3 081 (პანდემიის მსხვერპლის 1, 3%); მოსახლეობა -83, 2 მლნ (მსოფლიო მოსახლეობის 1, 08%) მშპ -2300 მლრდ.$ (მსოფლიო მშპ-ს -1, 7%)
  8. რუსეთი რეგისტრირებულია 106 500 შემთხვევა (მსოფლიოში ინფიცირებულთა 3, 3%) გარდაცვლილია - 1 073 (პანდემიის მსხვერპლთა 0, 47%); მოსახლეობა - 146, 8 მლნ (მსოფლიო მოსახლეობის 1, 9%) მშპ -4 258 მლრდ$ (მსოფლიო მშპ-ს 3, 12%)

ჯამში ამ „დიდი კოვიდ-რვიანის“ ქვეყნებში რეგისტრირებულია სულ 2 222 500 შმთხვევა, რაც მთლიანად მსოფლიოში რეგისტრირებულ შემთხვევათა 68, 7%-ს შეადგენს. გარდაცვლილია სულ - 174 432 ადამიანი, რაც პანდემიის მსხვერპლის 76, 3%-ია. ამ ქვეყნების მოსახლეობა ჯამში შეადგენს - 887, 4 მლნ-ს და მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 11, 5%-ია.

ამ ქვეყნების ჯამური წილი მსოფლიო ეკონომიკაში შეადგენს -30, 81%-ს ანუ 41 715, 1 მლრდ $.

დასკვნა ასეთია: მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით მეათედი, რომელიც 8 დიდ სახელმწიფოში ცხოვრობს, ქმნის მსოფლიო დოვლათის დაახლოებით მესამედს, ხოლო პანდემიის დროს ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ორი მესამედიც ამ ქვეყნებზე მოდის.“