საოცარ ხალხს ამუშავებდა მიშა ოპოზიციად. რაც მართალია, მართალია, - წერს სოციალურ ქსელში სოსო მანჯავიძე და შალვა ნათელაშვილს ეხმიანება, რომელმაც ,, ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა და იმედის ჟურნალისტებს ზონდერები უწოდა, ხოლო პატარკაციშვილის ოჯახს უთრხა - გცხვენოდეთ.
მანჯავიძის თქმით, სკლეროზის გარდა რას შეიძლება მიეწეროს ის , რომ კაცი, რომელიც , მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, სიცოცხლეს სწირავდა იმედის გადასარჩენად, დღეს ნაცებისა და ევრონაცების პოლიტიკური პარტნიორია.
,,არის ბატონ შალვაში რაღაც გულისამაჩუყებელი. აი ისეთი, მეძავებს რომ ახასიათებთ, როცა სიბერის გამო თავისი ნამოქმედარი ავიწყდებათ, თავი ისევ უმანკო ჰგონიათ და სხვებს მოუწოდებენ სწორი ცხოვრებისკენ. რაღაც მსგავსი, სიბრალული მსგავსი გრძნობა გეუფლება, როცა სკლეროზით და დემენციით დაავადებულ ადამიანს უყურებ კაცი. აბა, სკლეროზისა და დემენციის გარდა, რას შეიძლება მიაწერო, რომ კაცი, რომელიც , მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, სიცოცხლეს წირავდა იმედის გადასარჩენად, დღეს ნაცებისა და ევრონაცების პოლიტიკური პარტნიორია, ხოლო ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას ბიძინა ივანიშვილს აბრალებს. მართლაც საოცარ ხალხს ამუშავებდა მიშა ოპოზიციად. რაც მართალია, მართალია",- წერს სოსო მანჯავიძე.