ინფექციონისტი: ჯერჯერობით ყველაზე იმედისმომცემი კორონავირუსის პლაზმით მკურნალობაა

ინფექციონისტი: ჯერჯერობით ყველაზე იმედისმომცემი კორონავირუსის პლაზმით მკურნალობაა

ყველაზე საიმედო და იმედისმომცემი მკურნალობა, ჯერჯერობით პლაზმით მკურნალობაა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, რევაზ მეჭურჭლიშვილმა, „POSTV-ის“ ეთერში განაცხადა.

„პლაზმის დამზადება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. გამოჯანმრთელებულ პაციენტს სისხლში აუცილებლად ბევრი ანტისხეული უნდა ჰქონდეს. პაციენტი, რომელიც ვირუსს უფრო მძიმედ გადაიტანს, მის სისხლში ანტისხეული უფრო ბევრი იქნება, ასევე საჭიროა გამოჯანმრთელებიდან გარკვეული ვადა იყოს გასული, დონორის სისხლი იყოს უსაფრთხო და სისხლის ჯგუფები ერთმანეთს შეესაბამებოდეს“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.

საქართველოში კორონავირუსი 539 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 178 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.