ABC News-ის ჟურნალისტი ეთერში შარვლის გარეშე ჩაერთო

ABC News-ის ჟურნალისტი ეთერში შარვლის გარეშე ჩაერთო

ABC News-ის ჟურნალისტი უილ რივი ეთერში შარვლის გარეშე ჩაერთო. ამის შესახებ CNN-ი წერს.

ტელეარხის ინფორმაციით, ის გადაცემაში Good Morning America მონაწილეობდა და მედიკამენტების დრონების დახმარების მიწოდების თემაზე საუბრობდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ჩართვა სახლიდან გააკეთა.

ჟურნალისტმა პიჯაკი ჩაიცვა, მაგრამ შარვლის გამოტოვება გადაწყვიტა, რადგან იფიქრა რომ წელს ქვემოთ მას მაინც ვერავინ დაინახავდა. მაგრამ კამერის აწყობისას შეცდომა დაუშვა და მაყურებლებმაც ეს მალევე შეამჩნიეს. მათ რივს Twitter-ზე დაუწყეს შეტყობინებებს წერა და შარვლის ჩაცმა სთხოვეს.

ჟურნალისტმა მოგვიანებით განმარტა, რომ უბრალოდ დროის ეკონომიას ცდილობდა, რადგან ჩართვის შემდეგ ვარჯიშს აპირებდა და იხუმრა, რომ ამის შემდეგ ოპერატორად ალბათ არავინ აიყვანს.