ბრიტანეთის პრინცის, პარლზის ცოლი კამილა პარკერ ბოულზი ბალეტის ცეკვას სწავლობს. ამის შესახებ CNN-ი წერს.
ტელარხის ინფორმაციით, 72 წლის კორნუელის ჰერცოგინიამ ამის შესახებ ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა, როცა მოსახლეობას მოუწოდა ცეკვის სტუდია Silves Swans-ის ონლაინ-კურსებს შეურთდნენ. გაკვეთილები 55 წელს გადაცილებულებისთვის არის შემქნილი.
ჰერცოგინიას თქმით, სტუდიის გაკვეთილს ის პირველად 2018 წელს დაესწრო და სკეპტიციზმის მიუხედავად ძალების მოსინჯვა თავადაც გადაწყვიტა. მისი თქმით, ის გაკვეთილებზე რამდენიმე ასაკოვან მეგობართან ერთად დადის.