სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი და მუსიკოსი ზეინ მალიკი ბავშვს ელოდებიან. ამის შესახებ TMZ-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯიჯი ორსულობის მე-20 კვირაშია და მომავალმა მშობლებმა ბავშვი სქესი ჯერ არ იციან. წყვილის ახლობლების თქმით, ისინი ბედნიერები არიან და პატარას გაჩენას მოუთმენლად ელოდებიან.
წყლი 2015 წლიდან არის ერთად. ისინი რამდენჯერმე დაშორდნენ, თუმცა 2019 წლის დეკემბრიდან ისევ ხვდებიან ერთმანეთს. 25 წლის ჯიჯისთვის და 27 წლის ზეინისთვის ეს პირველი შვილი იქნება.