“მე ჩემს გზას ვხედავ… ყველაფერი უკვე ნათელია. მშვიდი და ბედნიერი ვარ, რადგან ყველაფერი მაქვს, რაც მსურდა ” – ალა პუგაჩოვას ამ პოსტს, რუსულმა მედიამ უკვე უწოდა გამოსამშვიდობებელი წერილი.
რუსულმა მედიამ ისიც კი თქვა, რომ პრიმადონა ბოლო დროს ძალიან სენტიმენტალურია და ეს მის ასაკსა და კარანტინის პერიოდს დააბრალა.
თუ გავითვალისწინებთ ალას ქრონიკულ დაავადებებს და იმას, რომ მომღერალმა ცოტა ხნის წინ გულზე სტენტირებაც გაიკეთა, არ არის გამორიცხული რომ პუგაჩოვა შეშინდა ბოლოდროინდელი ვითარებით და ალბათ ამას ემსახურებოდა მისი ბოლო პოსტიც.